დავით ჩიხელიძე როინ შავაძის მკვლელობაზე: რეჟიმს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს და აგვისტოს ომის მონაწილეს სადისტურად კლავს, პატრიოტიზმზე საუბრის და პოლიტიკაში დარჩენის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 10 აპრილი 2025, 12:33

როდესაც ჩვენი ევროკრეტინები ანწუხელიძეზე საუბრობენ, უნდა ახსოვდეთ, რომ აგვისტოს ომის გმირი ანწუხელიძე მტერმა მოკლა, მეორე გმირი შავაძე კი საკუთარმა სახელმწიფომ და ნაციონალურმა მოძრაობამ!“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული როინ შავაძის მეუღლემ, მკვლელობის დეტალების შესახებ ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, „მკვლელობის ფაქტიც როგორი სადისტური იყო, ჯერ ადამიანი შეთითხნილი, აბსურდული ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი ზურგში 40 ტყვია ესროლეს, თითქოსდა როინ შავაძე გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს, რეალობა კი ის არის, რომ მოხდა მისი განზრახ მკვლელობა“.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში აგვისტოს ომის მონაწილის და რეჟიმის მიერ მოკლული როინ შავაძის მეუღლის გამოკითხვა მოხდა. რეჟიმს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს და აგვისტოს ომის მონაწილეს სადისტურად კლავს, პატრიოტიზმზე საუბრის და პოლიტიკაში დარჩენის, არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს! როდესაც ჩვენი ევროკრეტინები ანწუხელიძეზე საუბრობენ, უნდა ახსოვდეთ, რომ აგვისტოს ომის გმირი ანწუხელიძე მტერმა მოკლა, მეორე გმირი შავაძე კი საკუთარმა სახელმწიფომ და ნაციონალურმა მოძრაობამ!

რთულია ემოციების გარეშე მოუსმინო ქალბატონ ციცინო შავაძეს, რომელმაც ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გაიარა, მას მიცვალებულის გლოვის უფლებაც კი არ მიცეს, რაც ხაზს უსვამს ნაციონალური მოძრაობის მანიაკურ სახეს, თვითონ მკვლელობის ფაქტიც როგორი სადისტური იყო, ჯერ ადამიანი შეთითხნილი, აბსურდული ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი ზურგში 40 ტყვია ესროლეს, თითქოსდა როინ შავაძე გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს, რეალობა კი ის არის, რომ მოხდა მისი განზრახ მკვლელობა, რადგან როგორც ექსპერტიზამ დაადგინა როინ შავაძეს მკვლელობამდე სხეულზე მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, როგორიც არის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა და სხვა. როგორც წარმოგიდგენიათ, ასეთი მძიმე დაზიანების პირობებში ადამიანი გაქცევას შეძლებდა რა თქმა უნდა არა!“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი