დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 22 აპრილი 2025, 11:49
რადიო თავისუფლება  ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები". უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდის შექმნა ქართულ საზოგადოებაში და როდესაც ემოციები საკმარისად დაიმუხტება, შემდეგ ენჯეოები გადაარჩენენ საკითხს, სთხოვენ ევროკავშირს, მაგას ნუ იზამთ ქართველი ხალხის სიყვარულის და ჩვენი ავტორიტეტის ხათრითო და კურატორების ჩანაფიქრით ასე დაიწერს პატრიოტიზმის ქულებს მათი აგენტურა,  - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ქვეყანამ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიიღო, შესაბამისად, სათაური რეალობას ეწინააღმდეგება, აქედან კი ის ჩანს, რომ დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ.

"რადიო თავისუფლება  ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები"
უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდის შექმნა ქართულ საზოგადოებაში და როდესაც ემოციები საკმარისად დაიმუხტება, შემდეგ ენჯეოები გადაარჩენენ საკითხს, სთხოვენ ევროკავშირს, მაგას ნუ იზამთ ქართველი ხალხის სიყვარულის და ჩვენი ავტორიტეტის ხათრითო და კურატორების ჩანაფიქრით ასე დაიწერს პატრიოტიზმის ქულებს მათი აგენტურა. მათ ენაზე ამას  "აგენტურული შესვლა" ეწოდება.
ახლა ფაქტები:
1) უვიზო მიმოსვლა საქართველომ ოცნების ხელისუფლების პირობებში მიიღო, ნაცების დროს არ ქონია.
შესაბამისად სათაური რეალობას ეწინააღმდეგება, აქედან კი ის ჩანს, რომ დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ
2) ცნობილი ფაქტებია, რომ სწორედ ენჯეოების და ოპოზიციის წარმომადგენლები წლებია დარბიან ევროკავშირის ბიუროკრატებთან, იქნებ ჩვენი ქვეყანა დაასანქციროთ, იქნებ უვიზო რეჟიმი გაუუქმოთო. 
პარალელურად კი ამბობენ, ხელისუფლებას უნდა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაო.
დავუშვათ ასეა, მაშინ ან  ხელისუფლებაზე მუშაობენ, ან გიჟები არიან, ან ისევ ჩვენ გვთვლიან გიჟებად,
3) დავუშვათ გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? ნაცების დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით? (ასე არ გვიმტკიცებენ ნაცები და მათი უცხოელი კურატორები?)
სადაა აქ ლოგიკა?
4) 99% ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, მიდის ტურისტული მიზნით (სამუშაო და სასწავლო ვიზა სხვაა). ვისაც ამის გარეშე ისტერიკა დაემართება, ის ისედაც უკვე ისტერიკაშია და რუსთაველზე სხვების აყოლიებასაც ცდილობს, ასე რომ ახალი არაფერი იქნება. 
რამდენი ჩავიდა ევროპაში ტურისტულად და იქ დრო იმაში დახარჯა, რომ სასწავლო კურსებს გასცნობოდა, ლეგალური სამსახური ეშოვა და შემდეგ სასწავლო/სამუშაო ვიზა მიეღო? მოიკითხეთ ნაცნობებში, რამდენს აღმოაჩენთ?
5) თუ ვინმეს სამედიცინო მიზნებით ჭირდება წასვლა, ჩვენი ევროპელი მეგობრები იმდენად მაღალი ღირებულებების და ჰუმანისტი ხალხია, ვიზაზე უარს ასეთ ადამიანს როგორ ეტყვიან? რომელიმე ენჯეო თვლის რომ მაგალითად გერმანიის ან საფრანგეთის კონსული სამკურნალოდ მიმავალ ადამიანს ხელს შეუშლის? ამხელა მკრეხელობა როგორ გაივლეს თავში ლომჯარია-გიგაურებმა?
ასე რომ აცალეთ ამ შპანას ჭიქაში ქარიშხლის ატეხისთვის ჩალიჩი და პოპ კორნი მოიმარაგეთ,"- წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი