ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 23 აპრილი 2025, 18:15
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხს მედიასთან ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ვიზალიბერალიზაცია სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენება, ისევე როგორც კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა საქართველოს წინააღმდეგ.

„ახლა ვუყურებთ ლიბერალური ევროპის დეკადანსს, ლიბერალიზმის კრახს იდეოლოგიურ დონეზე, რაღაც სიგიჟეებამდე რომ მივიდნენ. ამ ადამიანებს, სოროსის სინდიკატს არ აქვთ გრძელვადიან ანალიტიკასა და გეგმებზე აწყობილი სტრატეგია“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ბრიუსელი მოკლევადიან მანევრირებებზეა გადასული და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ჩვენ უნდა შევხედოთ [ბრიუსელის] ბოლო განცხადებებსა და ვითარებებს. ვუყურებთ, შუაგულ ევროპაში უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. ეს შეიძლება განზოგადებულიც არის, მაგრამ რადგანაც ჩვენც ამ სიაში და ვითარებაში ვხვდებით [ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი], რა თქმა უნდა [სადამსჯელო ღონისძიებაა]. უნგრეთზე ბულინგი და ზეწოლა მიმდინარეობდა. ეს იყო სიმბოლური თუ სამართლებრივი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც ეს ხდებოდა უნგრეთის მიმართ, რომელიც ამხელა ევროპული ისტორიის და ინსტიტუციური თვალსაზრისით მაღალი დონის ქვეყანაა, რა გასაკვირია, რომ ეს მეთოდები საქართველოს მიმართ გამოეყენებინათ. საქართველოსთან მიმართებით [ზეწოლის მექანიზმად] გამოყენებული იყო კანდიდატის სტატუსი, 1 წელი რომ ტურბულენტობაში შეგვიყვანეს, იმ მიზანმიმართული კამპანიით, რომ გამოვიდნენ და თქვეს - თქვენ პერსპექტივას გაძლევთო და მოლდოვა და უკრაინა, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით 4-ჯერ, 5-ჯერ და 6-ჯერ დაბალ დონეზე იყვნენ ვიდრე საქართველო, მათ დაუყოვნებლივ, უპირობოდ გადაეცათ კანდიდატის სტატუსი.

დიახ, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი [ვიზალიბერალიზაცია], რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი. მე ამას აქამდეც ვამბობდი, მოლოდინიც მქონდა, მაგალითად შარშან ზაფხულში, რომ გააკეთებდნენ ამ განცხადებებს, უბრალოდ პროცედურული თვალსაზრისით ალბათ რესურსი არ ჰქონდათ, რომ დაეწყოთ ეს პროცესები. ჩვენ ხომ ახლა ვუყურებთ ლიბერალური ევროპის დეკადანსს, ლიბერალიზმის კრახს იდეოლოგიურ დონეზე, რაღაც სიგიჟეებამდე რომ მივიდნენ. ამ ადამიანებს, (ბრიუსელის ბიუროკრატებს, მათ დამკვეთებსა და იდეოლოგიის შემქმნელებს), სოროსის სინდიკატს არ აქვთ გრძელვადიან ანალიტიკასა და გეგმებზე აწყობილი სტრატეგია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სერიოზულად შეუშალა ხელი ტრამპმა.

ტრამპის ბოლო განცხადება რომ ვნახოთ, მან თქვა ასეთი რამ - ან ჩემს სამშვიდობო დოკუმენტს დაეთანხმებით ან მე გავდივარ პროცესიდანო. ახლა რატომღაც ლიბერალები ცდილობენ, რომ ეს ამბავი შეფუთონ, თითქოს ტრამპმა პუტინს მიმართა, სინამდვილეში, ეს იყო მიმართული ევროპისკენ. რას ნიშნავს პროცესიდან გასვლა? ის, ბაიდენის მსგავსად, ყოველდღიურ რეჟიმში აღარ დაასანქცირებს რუსეთს, არ იქნება საპირისპირო მხარე და ოპონენტი, ის აბსოლუტურად გავა პროცესიდან და დატოვებს ევროპას რუსეთის წინაშე. აქედან გამომდინარე, ასეთი ვითარება რომ შეიქმნა, ამიტომ ვამბობ, რომ ბრიუსელს ვერ ექნება გრძელვადიანი სტრატეგია, ბრიუსელი გადართულია მოკლევადიან მანევრირებებზე. ამიტომ ვამბობ, რომ მაისის ბოლოს კაცმა არ იცის რა იქნება, ივნისის ბოლოს წარმოდგენა არავის აქვს რა ვითარება იქნება უკრაინაში, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები - ჩაიშლება თუ გაგრძელდება, რა დამოკიდებულება ექნება ტრამპს ევროპის მიმართ იმიტომ, რომ კიდევ დაანონსებულია ტარიფების გადახედვა, შეიძლება გაუზარდოს ან დაუკლოს, აქედან გამომდინარე, ის დაიწყებს მანევრირებას. შეიძლება ხვალ და ზეგ საერთოდ ამოვარდეს ეს საკითხი დღის წესრიგიდან,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
ნიკა ობოლაძე: არსებობს ორი ბოლომდე - ერთი, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება თითქმის შეუძლებლად და არსებობს მეორე ბოლომდე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას - ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ
ნიკა ობოლაძე - თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს და რეალობაა ის, რომ საქართველოს ჰყავს ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება
სიცრუეზე და უსამართლობაზე აგებულ ამ განცხადებაში, Transparency International Georgia საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
არქივი