გიორგი კალანდარიშვილი: პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა - გაყალბება, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ასე ჰაერზე, უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 23 აპრილი 2025, 18:18
პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა იმის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის მძიმე შემთხვევა და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცეკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც გიორგი კალანადარიშვილმა აღნიშნა, გაყალბება, მანიპულაცია, ძალიან მძიმე ბრალდება და უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება.

„მოდით ფაქტებით ვისაუბროთ: დღეის მდგომარეობით, სადაც დარღვევა იყო, იყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, გატარდა შესაბამისი ზომები. გვესმოდა ბრალდებები, რომელთა გამოკვლევა ჩვენ ხელ არ გვეწიფებოდა და ჩვენი ინსტიტუციის კომპეტენციას არ შეესაბამებოდა, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას რომ კომპლექსური გამოძიების ფარგლებში ობიექტური ჭეშმარიტება დადგენილიყო და საზოგადოებას ჰქონოდა სწორი ინფორმაცია და ამასთანავე სათანადო რეაგირება განხორციელებულიყო ბრალდებებთან მიმართებაში.

რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომელშიც ცალსახად იკითხება, რომ არანაირი მტკიცებულებები გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებაში არ არის წარდგენილი, რომელიც მისცემდა პროკურატურას ან ჩართულ მხარეს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი. გაყალბება, მანიპულაცია, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და მისი ასე, ჰაერზე, უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება.

დღეს საზოგადოებაში კვლავ მიდის იმ აღქმის ფორმირება, რომ ერთი - თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მეორე, ამით მიდის იმ ბმის გაკეთება, რომ თითქოს ეს არჩევნებიც (თვითმმართველობის) იქნება მანიპულირებადი“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი