საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 06 მაისი 2025, 11:40

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ  პირებს შესაძლებლობას აძლევს მოემზადონ სამი ტიპის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება - 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით.

იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.

 იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს - სერტიფიცირების პლატფორმა.

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
ცესკო: 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი
მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა
სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად ცესკოსა და სახალხო დამცველის ერთობლივი მიმართვა
ბოლნისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
არქივი