სპორტის მინისტრი - მადლობა თითოეულ ხელბურთელს გმირული თამაშისთვის - დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე არაერთ სასწაულს შემოგვთავაზებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 08 მაისი 2025, 20:26

საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მინდა თითოეულ ხელბურთელს მადლობა გადავუხადო ასეთი გმირული თამაშისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს დამსახურებულ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელბურთელები არაერთ სასწაულს შემოგვთავაზებენ ევროპის ჩემპიონატზე“, - აღნიშნა სპორტის მინისტრმა.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი