უნგრეთის საპასუხოდ, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 09 მაისი 2025, 22:19

ბუდაპეშტის ქმედებებზე პასუხად, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

„ამ წამს მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით“, - განაცხადა სიბიგამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა უნგრეთის ქმედებებზე საპასუხოდ მოქმედებს, ორმხრივობის პრინციპიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, აქამდე 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ.

თავდაპირველად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრული ჯაშუშური ქსელის გამოააშკარავების შესახებ მათ კიევისგან არანაირი ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა
14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს
მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
Euronews: ბელგიის ხელისუფლება ევროპარლამენტს კორუფციული სკანდალის გამო რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს
Reuters: უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს მიმართავს, განიხილოს რუსეთის იზოლაციის მიზნით ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციების გამკაცრებაზე უარი თქვა
არქივი