ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
375 10 მაისი 2025, 20:00

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნიკა მელია გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის ბანერის გამოტანა გააპროტესტა.

როგორც ნიკა მელია წერს, მნიშვნელოვანია თამაშის წესებზე და არა პოლიტიკურ გემოვნებაზე შეთანხმება.

„მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს იმავე აქციის სხვა მონაწილეები. იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა, ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მით უმეტეს, როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში.

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ. ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“, – წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი