საქართველოს პარლამენტი- მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა, აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო პლურალიზმის უმაღლესი ხარისხით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 14 მაისი 2025, 15:10
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ საქართველოს პარლამენტი განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.

კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა“

ამასთან, „ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და ათჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო და რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის აღიარებული და დადასტურებული“. 
 
„აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს;

ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო პლურალიზმის უმაღლესი ხარისხით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული. მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია მაგალითი მისცეს აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშიც მედია, პრინციპულად, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლდება და იმართება“-წერია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
არქივი