პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 14 მაისი 2025, 16:43
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში მესამედ იზეიმა.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია - ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2) და საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) იზეიმეს. ბრინჯაოს მედალებს კი ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) და ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი