დავით ქართველიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილზე: დაკონსერვებული აგენტურის „გამოღვიძების“ კლასიკური სქემა - დაკონსერვებული აგენტი საზრდოობს მათ ხარჯზე, ვისი განადგურების ბრძანება შეიძლება, მიიღოს ნებისმიერ დროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 15 მაისი 2025, 10:16

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „თვითმფრინავში ვნახე Deep ვირთხების გადაწყვეტილება... 3 კვირაზე მეტია, კობახიძეს ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა“, სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით ადგილი აქვს კლასიკური სქემის ამოქმედებას, როცა დაკონსერვებული აგენტურის გამოღვიძება ხდება.

„კარგი სერიალია „Спящие“ - საჭირო დროს ტელეფონზე მოდის მოკლე ტექსტური შეტყობინება: „Просыпайся“ და მეორე დღეს გადგება „ცენტრის“ წარმომადგენელი და გაძლევს ინსტრუქციას, სად, როდის და რა გაქვს გასაკეთებელი. დაკონსერვებული აგენტურის „გამოღვიძების“ კლასიკური სქემა. „გაღვიძებულმა“ იცის, რომ უარის თქმა ან დუნდულებით თამაში - გამორიცხულია. „გაღვიძებამდე“ შეიძლება ათეულობით წლებმა განვლოს, რა დროსაც დაკონსერვებული აგენტი მშვენივრად საზრდოობს მათ ხარჯზე, ვისი განადგურების ბრძანება შეიძლება, მიიღოს ნებისმიერ დროს. ჩვენ მათ „ტროას ცხენებსაც“ ვუწოდებთ და მათი რაოდენობა უკანასკნელ წლებში ისეთ ჩვეულ სურათად იქცა, რომ უბრალოდ დიდი ინტერესით ელოდები - შემდეგი ვიღა იქნება. ბევრზე ახლაც გაქვს ეჭვი, მით უმეტეს პროფესიული გამოცდილებით გამყარებული. თითქმის, დადასტურებულად ხარ დარწმუნებული, რომ მასაც „გააღვიძებენ“ სულ ახლო მომავალში - მანამდე კი ის ჩვენს გვერდით არის და SMS-ის მოსვლას ელოდება. პირველი „იუდა ისკარიოტელია“ - შოკი. ასეულების შემდეგ - ეჩვევი. უბრალოდ საკუთარი ერის შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოების მეშვეობით მოპოვებულ რომანტიზებულ და ჰეროიკულ წარმოდგენებზე კიდევ უფრო გეპარება ეჭვი. თუმცა მაინც დარწმუნებული რჩები, რომ კანონიზებული წმინდათა დასი, თუ დიდგორის, კრწანისის უცნობი გმირები - ასეთი „ქართველების“ რიცხვს მაინც აღემატებიან. ასე რომ, დანარჩენ „გასაღვიძებელ“ ანტიგმირებს ამ ეტაპზე „ძილი ნებისა“ ვუსურვოთ. ჩვენ კი ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ზეციურ საქართველოში მაინც საბოლოო მისამართებით ავცდეთ ერთმანეთს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი