ამირან სალუქვაძე სტამბოლის შეხვედრაზე: ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე, ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რათა მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
398 16 მაისი 2025, 19:04

ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე, ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რათა მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ სტამბულში მიმდინარე შეხვედრაზე საუბრისას.

მან ისაუბრა უკრაინის ომის დასრულების პროცესში ამერიკის როლზე. კერძოდ, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი განცხადებით, რომ სამშვიდობო პროცესი არ იქნება წარმატებული, ვიდრე მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა არ შედგება - დაადასტურა, რომ ეს არის დაპირისპირება რუსეთსა და ამერიკას შორის.

„უკრაინა არის ბრძოლის ველი - ამას არც რუსეთი მალავს და ტრამპმა ეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა. მხოლოდ ტრამპმა არ გააკეთა ეს განცხადება - მარკო რუბიომ გაიმეორა მისი განცხადების შემდეგ, რომ შედეგები შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ტრამპი-პუტინს შეხვედრის შემდეგ. ე.ი. არის რაღაც სხვა საკითხები, არ მინდა ამას სავაჭრო საკითხები ვუწოდო იმ სიტუაციაში, როდესაც ყოველ დღე ასობით ადამიანი იღუპება და კიდევ უფრო მეტი სახიჩრდება; აღარ ვსაუბრობ სხვა ზარალზე - ვაჭრობაზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ ასე გამოდის. არის რაღაც საკითხები, მათ შორის უკრაინის საკითხიც, რომელიც უნდა გადაწყდეს რუსეთ-უკრაინას შორის.

გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლოა, ეს შეხვედრა მალე მოხდეს. გასაგებია, რომ ტრამპმა დააანონსა, შეიძლება, ჩავიდე სტამბოლშიო, მაგრამ რუსეთმა ეს აღიქვა გარკვეულ ტრიუკად ტრამპის მხრიდან, რათა პუტინი როგორმე ჩასულიყო.

ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ამ ტექნიკურმა ჯგუფმა მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს, რათა მომზადდეს როგორც უკრაინა-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, ასევე ტრამპი-პუტინის შეხვედრა. სერიოზული მომზადების გარეშე შეხვედრა-შეხვედრისთვის იქნება ის, რომ საომარი მოქმედებები კიდევ უფრო გაიწელება“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. დელეგაციებს სტამბოლი მასპინძლობს. უკრაინა ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას ითხოვს, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს თავს არიდებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი