Bloomberg: ტრამპი ხელებს იბანს, პუტინი ომს იგებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 20 მაისი 2025, 11:23
სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკრაინაში ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოწოდებამ და რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების მუქარამ ევროპელ ლიდერებში ფრთხილი ოპტიმიზმი გააღვიძა, თუმცა მისმა ბოლო სატელეფონო საუბარმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ყველა ეს იმედი დაამსხვრია. სტატიას ამ შინაარსით Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა აშშ, სავარაუდოდ, ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. მას სანქციების, ზუსტი გრაფიკი ან პუტინზე ზეწოლა არ უხსენებია.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპი ევროპელ ლიდერებს დაუკავშირდა, ბევრი მათგანი უკვე იმედგაცრუებულია, წერს Bloomberg-ი.

ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს განუცხადა, რომ „ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპი დიპლომატიურ ძალისხმევაზე უარს აცხადებს“. მეორე ჩინოვნიკმა დაადასტურა, რომ ტრამპმა მკაფიოდ თქვა, ის არ აპირებს მოსკოვზე ზეწოლას ახალი სანქციებით. მისი თქმით, არც კიევი, არც ევროპელი მოკავშირეები უკრაინასა და რუსეთს შორის უშუალო მოლაპარაკებების იდეას არ იზიარებენ.

„დღეს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უფრო გრძელვადიან სცენარს დავუბრუნდით, სადაც პუტინი საკუთარი თავისთვის და სამხედროებისთვის დროს ყიდულობს“, - განუცხადა Bloomberg-ს გერმანიის „მარშალის ფონდის“ მკვლევარმა, კრისტინ ბერზინამ. „პუტინმა სულ უფრო მეტი შესაძლებლობა მიიღო, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა და დარეგულირება სულ უფრო შორეულ პერსპექტივას ჰგავს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
პრემიერი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს
არქივი