უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ „მადლიერების" ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
366 20 მაისი 2025, 23:02

უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ „მადლიერების" ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს - მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავისი დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტების მიმართ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ისეთმა ქვეყნებმა როგორებიც არიან, ირლანდია, გერმანია, პოლონეთი, ნორვეგია და სლოვაკეთი შეამცირეს რიგი დახმარებები, ზოგი კი საერთოდაც გააუქმეს უკრაინელებს.

„ უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ "მადლიერების" ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს - მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავისი დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტების მიმართ. კერძოდ: ირლანდიაში მოხდა დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება: 2024 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებლის მქონე უკრაინელ ლტოლვილებს სოციალური დახმარება შეუმცირდათ – მოზრდილებისთვის 232 ევროიდან 38,80 ევრომდე, ხოლო ბავშვებისთვის დაახლოებით 30 ევრო კვირაში. შემცირდა დროებითი საცხოვრებელის ვადაც: ახალჩამოსული ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი მხოლოდ 90 დღით გამოიყოფა, რის შემდეგაც მათ უნდა მოძებნონ ალტერნატიული ბინა ან მოითხოვონ სხვა სახის დახმარება. შესაბამისად, ლტოლვილების მიმღები ოჯახებისთვისაც შემცირდა სუბსიდირებული წახალისება: 2025 წლის მარტიდან, თვეში 800 ევროს ნაცვლად, 600 ევრო.

გერმანიამაც განახორციელა დახმარების ტიპის ცვლილება: 2025 წლის 1 აპრილიდან, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ ჩავიდნენ ქვეყანაში, აღარ იღებენ Bürgergeld-ს (563 ევრო), არამედ სხვა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გათვალისწინებულ შეზღუდულ დახმარებას – დაახლოებით 460 ევროს, ზოგჯერ ვაუჩერების სახით.

განხორციელდა ჯანმრთელობისა და საცხოვრებლის "პაკეტების" გადახედვაც: ახალჩამოსულებს სახელმწიფო ცენტრებში ათავსებენ და მათ მხოლოდ საბაზისო სამედიცინო მომსახურება ეძლევათ. დაწესდა სანქციები ინტეგრაციაზე უარის შემთხვევაშიც: ვინც უარს ამბობს სამსახურზე ან ინტეგრაციის კურსებზე, შეიძლება დაეკარგოს დახმარების 10%, 20% ან 30% განმეორებით დარღვევებზე.

პოლონეთმა 2024 წლის 1 ივლისიდან გააუქმა ერთჯერადი 300 ზლოტის დახმარება, ყოველდღიური 40 ზლოტის კომპენსაცია მასპინძლებისთვის და ბავშვებისთვის განკუთვნილი 800 და 300 ზლოტის დახმარებები, თუ ისინი სკოლაში არ დადიან.

შეიცვალა საცხოვრებლის თანადაფინანსებაც: ვინც 120 დღეზე მეტს ცხოვრობს საერთო საცხოვრებლებში, ვალდებულია გადაიხადოს დღიური ხარჯის 50%, ხოლო 180 დღის შემდეგ – 75%.

ნორვეგიამ გააუქმა ბავშვებზე განკუთვნილი დახმარება. ასევე შემცირდა წყვილებზე გასაცემი დახმარება: უშვილო წყვილებისთვის პროგრამით გათვალისწინებული დახმარება დაახლოებით 6000 ნორვეგიული კრონით (516 ევრო) შემცირდა.

ასევე გამკაცრდა ცხოვრების პირობები: ვინც საცხოვრებლად სახელმწიფოს ცენტრებში არ რჩება, მათ ფინანსური დახმარება აღარ ეძლევათ. ასევე ამ ცენტრებში იკრძალება ცხოველებთან ერთად ცხოვრება.

სლოვაკეთმა შეამცირა საცხოვრებლის კომპენსაცია: 2024 წლის მარტიდან, საცხოვრებლის მიმწოდებლებს 1 დღის განთავსებაზე ეძლევათ მხოლოდ 5 ევრო – ბავშვისა და მოზრდილის შემთხვევაში ერთნაირად. ადრე მოზრდილებზე 10 ევრო იყო, ხოლო ბავშვებზე – 5 ევრო“,- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი