64
23 მაისი 2025, 19:25

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში კანოე-კაიაკში პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება მიმდინარეობს. კანოეში 23-წლამდელებს შორის ალექსანდრე წივწივაძემ 1000 მეტრი 04:36,640 წამში დაფარა და ჩემპიონობა იზეიმა.
18-წლამდელებს შორის ვიცე-ჩემპიონი მანანა პეტრიაშვილი გახდა, მან 1000-მეტრიანი დისტანცია 05:19,740 წამში დაფარა.
ტურნირში 20 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |