62
24 მაისი 2025, 19:58

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი „Villa de Madrid”-ი მიმდინარეობს. ფინალში სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში კი კორეელ მეტოქეს 15:13 სძლია.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |