67
27 მაისი 2025, 16:22

ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდის ძირითადი ბირთვის დასვენება გადაწყვიტა და ოთხი დებიუტანტიც გამოიძახა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, „დინამო თბილისის“ 16 წლის მცველი - საბა ხარებაშვილია. გამოძახებულთა შორის არიან „გორის დილას“ მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული „კოლოსის“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატიული „ისტრა 1961-ის“ თავდამსხმელი გიორგი გაგუა.
სულ სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი).
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |