ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
321 27 მაისი 2025, 22:28
ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია. ოპოზიციას შიდა მხარდაჭერა არ აქვს, ხალხს ეზიზღება ისინი, ერთადერთი, დამოკიდებული იყვნენ გარე ძალებზე, ეს მართლა მონები, - წერს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმიანება.

სულთანიშვილის განცხადებით, ოპოზიციას გარე ძალამაც უმტყუნა და როდესაც შენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, შესაძლოა სწორედ ასე, ერთი წერილით განადგურდე პოლიტიკურად.

„ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია. ოპოზიციას შიდა მხარდაჭერა არ აქვს, ხალხს ეზიზღება ისინი, ერთადერთი, დამოკიდებული იყვნენ გარე ძალებზე, ეს მართლა მონები. ამ გარე ძალამაც უმტყუნა. ასეა, როდესაც შენს ქვეყანაში, უცხო ქვეყნის აგენტი ხარ და გარე ძალების ინტერესებს ატარებ, ასე, ერთი წერილით შეიძლება გათავდე, მოკვდე პოლიტიკურად და ნული სიმბოლური თუ სოციალური კაპიტალი დაგრჩეს. ისტორიაში, ყველაზე ნეგატიურ კონტექსტში შეფასებულია ის ხალხი, ვინც კოლონიზატორებს, თავის ხალხის ჩაგვრაში ეხმარებოდა.

პ.ს. მონების მედია ამ ფაქტს ავრცელებს არა ფაქტად, არამედ ისე, რომ ყაველაშვილი ამბობს ტრამპმა მომწერაო... რეალობას აყალბებენ, ხალხის დაპირისპირებას ხელს უწყობენ, ითხოვენ გარე ძალებმა გვმართონო და მერე უკვირთ ხალხს რატომ არ ვუყვარვართო“, - წერს გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი