
"სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
"ამა წლის 4 ივნისს ზოგიერთ მედია-საშუალებაში გავრცელდა ქალბატონ თამარ თორაძის ინტერვიუ, რომელიც შეიცავს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბატონ გიორგი რამიშვილთან მიმართებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ გიორგი რამიშვილი არ ყოფილა ინტერვიუში აღწერილი მოვლენების მონაწილე. ჩვენთვის უცნობია, ვის ან რატომ სჭირდება მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. იმედია, ეს მალე გაირკვევა" , - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ თორაძე მისი ოჯახის წევრების მკვლელობაში ე.წ. ვერის საძმოს წევრებს ადანაშაულებს, მათ შორის ჟორიკა რურუას და"ზარალას". ცოტა ხნის წინ მან გენერალურ პროკურატურას მიმართა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის გამოძიება მოითხოვა. თამარ თორაძემ განაცხადა, რომ მის თვალწინ ჟორიკა (გიორგი) რურუამ მოკლა მისი ოჯახის წევრები, მასთან ერთად იყო მაღალი ტიპი, რომლის ვინაობასაც მოგვიანებით დაასახელებს. გუშინ, მან "მაღალის" ვინაობაც დაასახელა - "ზარალა" - გიორგი რამიშვილი.
„პირველად უნდა ვთქვა ეს ყველაფერი, რადგან არ მიტოვებენ დროს, რომ ეს ყველაფერი გამოძიებამდე მივიდეს. უკვე პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს თქვენით მინდა მივმართო, რომ გამოიჩინონ სერიოზული პასუხისმგებლობა, რადგან უკვე ძალიან იძაბება სიტუაცია. მირეკავენ ორი დღეა და მემუქრებიან, რომ „ზარალასთვის“ 100 000 დოლარი არაფერია და წამში გამაქრობს, თუ მას ვახსენებ. მე მინდა დრო ვიხელთო და ვთქვა, რომ მეორე მაღალი ის იყო. სანამ რამე მოხდება, ვაცხადებ – „ზარალა“ გიორგი რამიშვილიც იყო რურუასთან ერთად, მაღალი ის იყო. ამიტომ ლერი სულაბერიძე, „ზარალა“, გოგა ზამთარაძე, რომლებიც ცდილობენ გაიპარონ და თავს უშველონ, ძალიან ვთხოვ სამართალდამცველებს, რომ დააკავონ ისინი, სანამ გაიპარებიან, ან მთავრობაში შევლენ და მერე პოლიტპატიმრებს უნდა ვსდიოთ. მე აქ დავრეკე უკვე, მოვიდნენ და პულტი დამიტოვეს. თუ რამე მოხდება, პოლიცია წამში გაჩნდება. მე ვარ მობილიზებული. ავტომატიც მიდევს სახლში და სიგნალიზაციაც მაქვს, მაგრამ ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ ახლა საზოგადოებას ვეუბნები, რომ „ზარალა“ – გიორგი რამიშვილი იქ იყო, რურუასთან ერთად. მე მემუქრებიან", - განაცხადა თამარ თორაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |