ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 01 ივნისი 2025, 01:43

 „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

თავდაპირველად, შეხვედრის პირველი ნახევარი „პსჟ”-ს უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

კერძოდ, მატჩის მე-13 წუთზე პირველი გოლით ანგარიში „პსჟ”-ს ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმმა გახსნა. მეორე გოლით გუნდის უპირატესობა დეზირე დუემ 21-ე წუთზე მოუტანა.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, 64-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კვლავ დეზირე დუემ გაიტანა. მატჩის 73-ე წუთზე კი გუნდისთვის მეოთხე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის ფინალური გოლი „პსჟ“-ის ფეხბურთელმა, სენი მაიულუმ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული „პსჟ“ და იტალიური „ინტერი“ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ დაუპირისპირდნენ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი