148
01 ივნისი 2025, 11:38

ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემთვის მთავარი მიზანი გახლდათ მას შემდეგ, რაც აქ მოვედი. ერთადერთი თასი, რომელიც კლუბის მუზეუმს აკლდა ახლა ჩვენია, - განაცხადა პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.
„შესანიშნავია როდესაც ხალხს ამდენს სიხარულს ანიჭებ. ქომაგები მოედანზე მე-12 მოთამაშეები იყვნენ. ემოციური იყო იმის დანახვა, რომ მათ ჩემი ოჯახი გაიხსენეს. ჩემს ქალიშვილზე ფიქრისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება არ მჭირდება. ის ყოველთვის ჩემთანაა და მის ყოფნას ვგრძნობ მაშინაც კი, როცა ვმარცხდებით“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
ცნობისთვის, საფინალო სასტვენის შემდეგ ფრანგმა გულშემატკივრებმა გაშალეს ბანერი, რომელიც ლუის ენრიკეს გარდაცვლილ შვილს მიუძღვნეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |