ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 15 ივნისი 2025, 17:01

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრების მეოთხედფინალშია. ქართველმა სპორტსმენმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი დარია კურბონმამადოვა იპონით დაამარცხა.

ლიპარტელიანის მეტოქე მეოთხედფინალში ფინელ და თურქ ძიუდოისტს შორის გამარჯვებული ძიუდოისტი იქნება.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის დაწყება კი 20:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი