დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის ომზე: ძალიან სახიფათოა, როდესაც ვინმე რომელიმე პოზიციას ეთანხმება და ცალსახად მოუწოდებს ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყნის მხარდაჭერისაკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 18 ივნისი 2025, 19:47
„უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ მოზომილები ჩვენს პოლიტიკურ და საექსპერტო შეფასებებში," - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ისრაელ-ირანის საომარი მოქმედებების თემას შეეხო, კერძოდ კი იმას, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ომის შედეგად საქართველოს. 

ექსპერტის თქმით, საომარი მოქმედებების დროს, მითუმეტეს, როცა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვს ორივე სახელმწიფოსთან, რომელიმე მხარის დაჭერა სახიფათო ტენდენციაა. მისი თქმით, საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა.

„ჩემთვის ძალიან სახიფათოა ის თემები, რომლებსაც ხანდახან ვაწყდები ხოლმე ქართულ ფეისბუქის გვერდებზე, როდესაც ვიღაცა ვიღაცის პოზიციას ეთანხმება და ცალსახად მოუწოდებს ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყნის მხარდაჭერისაკენ. მინდა მოგიყვანოთ ერთი კონკრეტული მაგალითი - ძალიან დიდ უხერხულობაშია ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის სტრატეგიული მოკავშირეა ისრაელი და თანამშრომლობს მასთან წლების განმავლობაში, იქნება ეს სადაზვერვო სფერო, ლოგისტიკა თუ სხვა. აზერბაიჯანს ამავდროულად 750 კმ-იანი საზღვარი აქვს ირანთან, სადაც ცხოვრობს 10-12 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი და მიუხედავად ამისა, ისიც კი ცდილობს ბალანსის მოძებნას  მუსლიმანურ სამყაროში, რომლის განუყოფელი და სერიოზული ნაწილია. ის ცდილობს თურქეთთანაც სტრატეგიული ურთიერთობა განავითაროს და ამავდროულად არ გაწყვიტოს ყველა აქამდე არსებული კავშირები ისრაელთან. 

საქართველოსთვის ეს უნდა იყოს თავშეკავების დიდი მაგალითი, იმიტომ, რომ ჩვენ წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს ირანთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 100 000 ეთნიკური ქართველი (ფერეიდნელი ქართველი) შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ზონაში. იგივე შემიძლია ვთქვა ისრაელზე, სადაც ათასობით ჩვენი მოქალაქე - ქართველი ებრაელობა დღეს ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება და როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ან ერთის, ან მეორის ცუდი გვინდოდეს. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ ერთ რაღაცას - უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ მოზომილები ჩვენს პოლიტიკურ და საექსპერტო შეფასებებში და, რა თქმა უნდა უნდა, გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე, რათა არ ისარგებლონ გარეშე ძალებმა აქ შემოტანილი თუ აქედან გატანილი სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების თემით," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი