რომელ დემოკრატიულ და კეთილსინდისიერ პარტნიორობაში ჯდება ის სიმახინჯე, რაც ევროჩინოსნების მხრიდან ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ყულაბიდან საქართველოში ფინანსდება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 24 ივნისი 2025, 12:13

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთგზის საჯაროდ თქვეს საზოგადოების სათქმელი, რომ ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევებს ბლოკიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროკრატია დაშორდა ევროპულ ფასეულობებს საკუთარ პოლიტიკურ სივრცეშიც ანტიდემეკორატიული პროცესების გაუგონარი წაქეზებით და ასპირანტ ქვეყნებსაც ექცევა ნეოკოლონიალისტური მიდგომით. ასე ევროკავშირი ვერანაირად წავა შორს, მით უმეტეს, როცა უდიდესი საერთაშორისო გამოწვევებია, ევრობლოკში შფოთი და რეცესიაა და გეოპოლიტიკურად, ევროგაერთიანება უხერხემლო სუბიექტად განმტკიცდა. მოკავშირეებთან ურთიერთობის შედუღაბების ნაცვლად, მიმდინარეობს მათთან გაუცხოება ბრიუსელის უგუნური გადაწყვეტილებებით

„ეფექტიანობა იზომება ფაქტობრივი შედეგების დასახულ მიზნებთან ან ამოცანებთან შედარებით. ევროკრატიული შეტევა საქართველოზე, რადიკალების მხარდაჭერა ასტრონომიულად ამცირებს ევროკავშირისადმი ქართველთა კეთილგანწყობას და ეს ბრიუსელისთვის ეფექტიანი პოლიტიკაა?


პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთგზის საჯაროდ თქვეს საზოგადოების სათქმელი, რომ ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევებს ბლოკიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.


რომელ დემოკრატიულ და კეთილსინდისიერ პარტნიორობაში ჯდება ის სიმახინჯე, რაც ევროჩინოსნების მხრიდან ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ყულაბიდან საქართველოში ფინანსდება? კერძოდ:
▪️პროპაგანდა და დეზინფორმაცია;
▪️სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა;
▪️პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.


პასუხად ვხედავთ უსინდისო დამუნათებას, კანონიერი ხელისუფლების დელიგიტიმაციის თავხედურ მცდელობებს და ბრიუსელის მხრიდან ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებიდან - როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა - უპრეცედენტო გადახვევას.


ევროკრატია დაშორდა ევროპულ ფასეულობებს საკუთარ პოლიტიკურ სივრცეშიც ანტიდემეკორატიული პროცესების გაუგონარი წაქეზებით და ასპირანტ ქვეყნებსაც ექცევა ნეოკოლონიალისტური მიდგომით. ასე ევროკავშირი ვერანაირად წავა შორს, მით უმეტეს, როცა უდიდესი საერთაშორისო გამოწვევებია, ევრობლოკში შფოთი და რეცესიაა და გეოპოლიტიკურად, ევროგაერთიანება უხერხემლო სუბიექტად განმტკიცდა. მოკავშირეებთან ურთიერთობის შედუღაბების ნაცვლად, მიმდინარეობს მათთან გაუცხოება ბრიუსელის უგუნური გადაწყვეტილებებით.


გლობალური ცვლილებების საათი კი იმაზე უფრო მეტად აჩქარებულია, ვიდრე ეს არაშორსმჭვრეტელ ევრობიუროკრატებს ჰგონიათ“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი