რუბიო: ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 01 ივლისი 2025, 19:22
ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში, რომელიც ეხება USAID-ის პროგრამის ოფიციალურად დასრულებას.

„სააგენტოს [USAID] მიერ 1991 წლიდან ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე დახარჯულმა 9.3 მილიარდმა დოლარმა, რომლის ბენეფიციარებს შორის „ჰამასის“ მოკავშირეებიც იყვნენ, შეერთებული შტატების მიმართ მადლიერების ნაცვლად, უკმაყოფილება გამოიწვია. ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ, მაშინ როცა ისინი, ვისაც თითქოსდა ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

„მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეს ერა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ საბოლოოდ გვექნება საგარეო დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პრიორიტეტად მიიჩნევს. 1-ლი ივლისიდან USAID-ი ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას. საგარეო დახმარების პროგრამები, რომლებიც შეესაბამება ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე - საკმაოდ კარგად მოქმედებს, ის მამაცია
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
არქივი