საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 07 ივლისი 2025, 12:34

საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ახვლედიანის სახლთან საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჯაბა ბიტარიშვილმა განუცხადა, საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე არ პასუხობს მედიას, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა გასროლა და ნამდვილად ახვლედიანის იარაღით მოხდა თუ არა გასროლა, ასევე ამოღებულია თუ არა რაიმე მტკიცებულება, სამართალდამცველი განმარტავს, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე და 238-ე მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. კი, მუშაობენ [ექსპერტ კრიმინალისტები]. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეტ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ჯაბა ბიტარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი