შალვა პაპუაშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე: პროპაგანდისტული მედიის, „რადიო თავისუფლების“ მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 07 ივლისი 2025, 14:08

მათი [„რადიო თავისუფლების“] მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, როდესაც მან თქვა, რომ ტრამპს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არასაჯარო წერილი გაუგზავნა, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში.

„თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს. არც ერთი, არც - მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის. როდესაც პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული, დაფინანსება შეწყვეტილი და მისი სურვილია, რომ დაიხუროს საერთოდ „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან, შემდეგ სხვა სქემები დალაგდა, თუმცა, ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია. მათი [„რადიო თავისუფლების“] მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი