იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შურიის ციხე-სიმაგრის ძირითადი ნაგებობები მთლიანად განადგურდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
854 31 ოქტომბერი 2019, 10:09
BBC-ის ინფორმაციით, იაპონიაში ხანძარმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შურიის ციხე-სიმაგრის ძირითადი ნაგებობა გაანადგურა.  გამოძების ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია ციხე-სიმაგრის მთავარი შენობა, ასევე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაგებობები. დაზარალებულთა შესახებ ჯერჯერობი არაფერია ცნობილი. 

უძველესი ხის ციხე-სიმაგრე ოკინავას პრეფექტურაში მდებარეობს, ის 500 წლის წინ რიუკუს დინასტიის დროს ააგეს და 1933 წლიდან მას იაპონიის ეროვნული განძის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია,  დაცვის კომპანიამ შეტყობინება  დღეს, გვიან, ღამით 2:30 წუთზე მიიღო“, - განაცხადა ოკინავას პრეფექტურის პოლიციის წარმომადგენელმა. 

ციხე-სიმაგრეს ცეცხლი დღეს გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძარის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ძეგლი მთლიანად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას  და  ის თლიანად აღადგინეს.     

შურიის ციხე მდებარეობს მთის ბორცვზე და გადაჰყურებს ოკინავას დედაქალაქ  ნაჰას, იგი  გარშემორტყმულია მოხრილი ქვის კედლებით. ციხე-სიმაგრე ძალზე პოპულარულია ტურისტებში. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი