შსს - მამაკაცი, რომლის დაკავების ვიდეოც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, თავდაპირველად გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის კი ადგილიდან მიმალვას შეეცადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 12 ივლისი 2025, 22:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი, რომლის დაკავების ვიდეოც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, თავდაპირველად გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის კი ადგილიდან მიმალვას შეეცადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების დამორჩილებლობისთვის დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს.

მსუბუქ ავტომობილს 1985 წელს დაბადებული ო.მ. მართავდა, რომელმაც სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და ადგილიდან მიმალვას შეეცადა.

პოლიციამ სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ო.მ დააკავა.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სამართალდამცველებმა ო.მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაციითვის, საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი