ეკა სეფაშვილი ევროკომისიის მუქარაზე: სადაც არის გაუმჯობესების გზები, ჩვენ გადავდგამთ სათანადო ნაბიჯებს, მაგრამ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 17 ივლისი 2025, 11:48
„სადაც არის წითელი ხაზები, რომლის წინააღმდეგია ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტიაა, რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზები არ იქნება გადაკვეთილი,“ -  ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოგზავნილ ევროკომისიის წერილს, რომელშიც  ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების   გაგრძელების სანაცვლოდ გარკვეულო პირობებია  წამოყენებული. 

ეკა სეფაშვილის თქმით, ხალხის დაკვეთით მიღებული კანონები, რომლის გაწვევასაც ევრობიუროკრატები ითხოვენ, არ ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს.

„იქ, სადაც არის გაუმჯობესების გზები, ჩვენ გადავდგამთ სათანადო ნაბიჯებს და საქართველოს ამის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა. ხოლო იქ, სადაც არის წითელი ხაზები, რომლის წინააღმდეგია ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტიაა, რომელიც მხოლოდ ხალხის ნებას ასრულებს, რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზები არ იქნება გადაკვეთილი. 

FARA არ ნიშნავს არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას. მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კანონი მოვიღეთ, არანაირი უფლება ამ მიმართულებით არ შეზღუდულა. რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს, ის არანაირად არ გულისხმობს ლგბტ თემის უფლებების შელახვას,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი