ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 17 ივლისი 2025, 22:09
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა.

ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო. ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

ქართველი მოჭიდავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს,
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი