გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპ სტეიტი დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ ევროპასაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 18 ივლისი 2025, 11:44
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სახელით განცხადება გააკეთა, სადაც მიმდინარე პროცესებში აშშ-ს როლზეც ისაუბრა, რომლის თქმითაც, „ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება“.

მისივე განცხადებით, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ასევე აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ დღემდე არაფერი გააკეთა, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით.

„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებას დიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა დიპ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ორივე მათგანის დანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, ხოლო უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპ სტეიტი, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი