2008 წლის ხელისუფლების ნარჩენი, ევრობიუროკრატების მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 18 ივლისი 2025, 14:57
ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის საფრთხე არსად არ გამქრალა,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს.

ნიკოლეიშვილის თქმით, 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენი, უსამშობლო აგენტურა, ევრობიუროკრატების მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ კი საქართველოს უკვე ისეთ ომში ჩათრევას, რომელიც რა დროში ან რა რაოდენობის მსხვერპლით დასრულდება არავინ არ იცის.

„ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის საფრთხე არსად არ გამქრალა. ბრიუსელის, კერძოდ ევროკომისარ კაი კალასის საბჭოური სტილის მუქარა, თუ „გამჭვირვალობის კანონსა,“ „ოჯახური „სიწმინდის კანონს“ უკან არ გაიწვევთ, ასევე კონსტიტუციის დარღვევის გამო დაკავებულებს არ გამოუშვებთ, მაშინ ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებთო, ცხადია უბრალოდ შანტაჟი არ არის, არამედ საქართველოს მიმართ გამიზნული მზაკვრული გეგმაა. მათ საქართველოში მღელვარების გამოწვევა, შემდგომი აქციებითა და რევოლუციით, აი მერე კი უცხოელების მიერ დასმული ცალ ფეხზე მოხტუნავე ხელისუფლება გვეყოლება. რა არის ეს ყველაფერი, ის რომ მონურად მორჩილი აგენტურა მეორე დღეს გახსნის მეორე ფრონტს რუსეთთან და წავიდა ჩვენი ქალაქების თუ სოფლების დაბომბვა და ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სხვის ომში ჩახოცვა, ცხადია სამოქალაქო პირებშიც გველის დიდი მსხვერპლი. დიდი ანალიზი არ სჭირდება, ომი მიმდინარეობს, არც ევროპელებს, არც უკრაინელებს და არც რუსებს მისი დასრულება არ სურთ, მარტივად რომ ავხსნათ იმის გამო მილიარდობით ფულს შოულობენ, უკვე ზუსტი ციფრებიც არ არსებობს ან რამდენი უკრაინელი თუ რუსია დახოცილი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ საზარბაზნე ხორცი! 2008 წელი გავიხსენოთ როგორ უპატრონოდ შეატოვეს მტერს ჩვენი სამხედროები თუ სამოქალაქოები, ცოცხლები თუ დახოცილები. თვითონ სად იყვნენ, იმ დროს ან საზღვრისკენ გარბოდნენ, მერე ტაშ-ფანდური გამართეს რუსთაველზე, მერე კი თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს. 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენები და მემკვიდრეები გახლავთ დღევანდელი უსამშობლო აგენტურა, რომელიც ევრობიუროკრატების, კაი კალასისნაირების მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და მერე საქართველოს უკვე ისეთ ომში ჩათრევა, თან რამდენი ხნით და რა მსხვერპლით კაცმა არ იცის. არ ვართ იმ ჭკუაზე კაი კალასის შანტაჟს შევეწიროთ, თვითონ რუსეთს სანქციებს უწესებდეს, მისი ოჯახი კი იგივე რუსეთთან მილიარდების საშოვნელად გამალებულ ვაჭრობაში იყოს“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი