172
22 ივლისი 2025, 18:03
უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთი არმიის ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს.
მისი თქმით ეს იქნება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვის ყველაზე მასშტაბური პროგრამა.
მოსკოვი სამხედრო გაძლიერებისთვის ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს და ჯარს 2036 წლისთვის სრულად გადაიარაღებს.
ბუდანოვი ირწმუნება, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს და ახალი აგრესიისთვის ემზადება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |