The New York Times: ზელენსკის მთავრობამ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები სამიზნეში ამოიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 22 ივლისი 2025, 18:05
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს, ნაწილობრივ იმ დაპირების გამო, რომ იგი აღმოფხვრიდა სისტემურ კორუფციას - თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი მთავრობა ცდილობს, შეარყიოს უკრაინის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ორგანიზაცია მაშინ, როდესაც ისინი მის ადმინისტრაციაში გამოძიებებს აწარმოებენ, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით ზელენსკის მთავრობამ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები სამიზნეში ამოიღო.

უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიკორუფციული აქტივისტი და ზელენსკის ადმინისტრაციის კრიტიკოსი, ვიტალი შაბუნინი გასულ კვირას სასამართლო პროცესზე სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებასა და თაღლითობაში დაადანაშაულეს.

მან უარყო ბრალდება, რომელსაც მისი ადგილობრივი და საერთაშორისო დამცველები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მას ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ორშაბათს, მაშინ, როდესაც ქვეყანა რუსეთთან მძიმე ომში მორიგი ფართომასშტაბური დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ათობით რეიდი ჩაატარა უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ პროკურატურაში - განაცხადეს რა, რომ რუსულმა დაზვერვამ შეაღწია ამ ორგანიზაციებში.

სამშაბათს, უკრაინის პარლამენტმა, რომელსაც ზელენსკის პარტია აკონტროლებს, მიიღო კანონი, რომელიც - პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში - უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელიც ზელენსკიმ დანიშნა, ამ ორ სააგენტოს მიერ ჩატარებულ გამოძიებებზე ახალ უფლებამოსილებებს მიანიჭებს.

აქტივისტებისა და ანალიტიკოსების განცხადებით, ეს მოვლენები წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიაზე, სამთავრობო ზედამხედველობის სააგენტოებსა და ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სხვა სუბიექტებზე ფართომასშტაბური ზეწოლის ნაწილს.

ისინი აცხადებენ, რომ ეს მცდელობები საფრთხეს უქმნის წლების განმავლობაში დიდი შრომით მოპოვებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი