დავით ქართველიშვილი FARA-ს ფარგლებში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: 360 000 დოლარი დიდი იმედია სარფიანად გადანაწილდა საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 22 ივლისი 2025, 18:08
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის გადარიცხული თანხები აისახება ადრესატების ანგარიშებზე. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ თანხები საქართველოს ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის გაცილებით მეტია, ვიდრე ეს FARA-ს დოკუმენტშია ასახული.

დავით ქართველიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ დოკუმენტის შედგენისას აშკარაა მისი შენიღბვის მცდელობა, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს ვინ და რა მიზნებისთვის ხარჯავს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისთვის ფულს.

„მე მაგალითად მეცოტავება 360 000 დოლარი. შემიძლია გონივრული ეჭვი გამოვთქვა, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო. ისიც საკითხავია, ამ დეკლარირებული თანხის გარდა შავი „ქეშის“ სახით რა იმალება.

მე მომეწონა დოკუმენტის შემდგენლების მხრიდან რაღაც-რაღაცების შენიღბვის მცდელობა. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად დოკუმენტში „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ჩაწერეს იმისთვის, რომ საზოგადოება არ მიმხვდარიყო ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამავე ლოგიკით მათ ამ პრეფერენციების ერთ-ერთი ობიექტი ჯო უილსონი შეეძლოთ წარმოედგინათ როგორც ვილ ჯონსონი და დოკუმენტზე ხელმომწერი ყოფილიყო არა პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც FARA-მ ამხილა, არამედ ცისკარ პეტრიაშვილი და ა.შ.

მაგრამ ერთადერთს, რასაც ისინი ვერ შენიღბავდნენ 360 000 არა რუბლი, არამედ დოლარია, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო. ეს თანხა, დიდი იმედია სარფიანად გადანაწილდა საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ საკრედიტო ბარათებზე,“ - განაცხადა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი