იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს: სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ. ადამიანები იძულებულები არიან გადავიდნენ „კრაკადილზე“, რომლის გამოც კვდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 22 ივლისი 2025, 18:11
პარტია „გირჩის“ ერთი-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გადაცემაში  „კამათობა“  ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებულ ნარკოპოლიტიკას და მას ჯალათთან აიგივებს. 

„ახალგაზრდები ხართ  და სანამ მართლა ერთადერთი სლოგანი ის არის - „ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, ჯობია  რომ ისტორიას გაეცნოთ.
რასაც ახლა ბატონი გიგა კეთილშობილური სახით ყვება, იცით როგორია? ჯალათი რო ყვებოდეს სინამდვილეში თავის მსხვერპლებზე, რა მიზნები ჰქონდათ კონკრეტულად როცა ამ კონკრეტულ ადამიანებს ხოცავდნენ, რა კეთილშობილები იყვნენ მაშინ, როცა დიდ სამშობლო მიზანს ემსახურებოდნენ“,- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

 იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული „ბიო“ და „ფენტალინი“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარკოპოლიტიკის შედეგად გაჩნდა ბაზარზე და მათ აიძულეს ადამიანები გადასულიყვნენ „კრაკადილზე“.

„თქვენ იცით თუ არა, რომ ამ წუთას ეს დებატები მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის და ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ ჯალათს და მეორე ადამიანს შორის, რომელიც ანგელოზია ამ თვალსაზრისით, რაც მოვიდა მას შემდეგ სულ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.  სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ. სინამდვილეში ამათმა გააჩინეს ფენტალინები, ამათმა გააჩინეს „ბიო“.
ეს არის პოზიცია, რომლის მიხედვითაც შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ. ვიღაც ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან გადავიდნენ „კრაკადილზე“ , „ვინტზე“, „წიწვზე“, რომლის გამოც კვდებიან“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი