ევროკავშირის ელჩმა თქვა, ბოლო ვადა არის 31 აგვისტო, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, 00:00 საათზე ფაეტონი იქცევა გოგრად - ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებისას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 22 ივლისი 2025, 23:31

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

პაპუაშვილის თქმით, ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება.

„ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე - ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას. ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი