სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის თვალყურისმდევნებლების მისაჩენად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 23 ივლისი 2025, 11:16
სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურისმდევნებლების მისაჩენად,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ასე მოქმედებს დიპ სტეიტი - შეგაქმნევინებს გამოგონილ სტრუქტურებს, საკუთარი აგენტურული ენჯეოებით განიშნინებს საკუთარივე აგენტებს და მერე იქიდან გმართავს.

უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს რასთან გვაქვს სინამდვილეში
საქმე.

ერთი შეხედვით, რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც
ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ
მსგავსი, გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია და ამ კარიბჭეებს, ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია.

და რა დამთხვევაა, რომ NABU-ს უფროსის მოადგილე (ანუ თვალი და ყური), მისი დაფუძნების მომენტიდან (2015 წლიდან), სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი, გიზო უგლავა იყო, რომელიც, შარშან სექტემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ, შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა (ფაქტობრივად აგენტი ამხილა).

ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურის მდევნებლების მისაჩენად.

ამიტომაც არის ეს ხალხი დიპ სტეიტის მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესთაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები; ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას (ადეიშვილის მარჯვენა ხელს) ახალ დავალებად მოლდოვის სასამართლოს "რეფორმა"; ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორთქიფანიძეს (უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს) სააკაშვილის შემოპარება; ამიტომ დადგა სააკაშვილმა, მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით, წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა; ამიტომ გვიშრობენ სისხლს, უკვე ოთხი წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას.

ასე მოქმედებს დიპ სტეიტი - შეგაქმნევინებს გამოგონილ სტრუქტურებს, საკუთარი აგენტურული ენჯეოებით განიშნინებს საკუთარივე აგენტებს და მერე იქიდან გმართავს და თუ ამ მართვის საცეცების ჩაჭრას მოინდომებ, თავის სასარგებლო იდიოტებს იმასაც კი ათქმევინებს, რომ უკრაინელები საკუთარ სისხლს თურმე არა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ღვრიან, არამედ იმისთვის, რომ დიპ სტეიტის ნაკარნახევ კანონს თითი არ დაედოს“,- წერს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი