სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 23 ივლისი 2025, 16:03
მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს.

პაპუაშვილის თქმით, რომ არა მუდმივი მცდელობები გარედან, რომ საქართველო დააზიანონ, ხელისუფლება ბევრად მეტის მიღწევასაც შეძლებდა.

„ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მწვავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს.

მაგრამ ამ სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები; რომ არა დონორების ნაკვები სიძულვილი და ექსტრემიზმი; რომ არა ენჯეოების მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები; რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები“, - წერს პაპუაშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული მორიგი კონსულტაციების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად საოცრად კარგი შედეგები აჩვენა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი