ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 23 ივლისი 2025, 22:31
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მმართველ პარტიას აქვს 55%-იანი რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ოთხივე რომ გაერთიანდნენ, ის ორი რომ გაერთიანდეს, ერთი რომ დარჩეს, არც ერთი რომ არ დარჩეს, ასეც და ისეც ტოტალური მარცხისთვის არიან განწირულები. არავითარი შანსი არ აქვთ. როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, 55%-ს ვართ გადაცილებულები, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით“, - განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი