მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 23 ივლისი 2025, 22:36
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა გამოეყენებინათ შეწყალების ინსტრუმენტი, თუ ისინი განაცხადებდნენ წერილობით თანხმობას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

„იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, დღიდან ჩემი არჩევისა, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრინციპში, ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა. მთავარი არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქის, რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ ამ კანონს.

იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, - მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი