გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 23 ივლისი 2025, 22:38
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ კონკრეტული ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და შემდეგ განსახორციელებლად და ეს იყო ძირითადად USAID-ი და NED-ი.

„გარდა ამისა, იყო სხვა წყაროები, მაგალითად, სხვა წყაროებით ფინანსდებოდა იგივე ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, ეს რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები ჩვენს ქვეყანაში, რომელთა მიზანი პირდაპირ რევოლუციურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა იყო. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა ამ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. ეს ფაქტი იყო, რაც საზოგადოების თვალწინ მოხდა. ყველა ვაკვირდებოდით, როგორ გამოიყენებოდა ეს ფონდები და შესაბამისი დაფინანსება საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მიმართულებით სხვაგვარად არის საქმე, აქ არ ყოფილა არავითარი აღიარება და პირიქით, გლობალურმა ომის პარტიამ, „დიფ სთეითმა“ სცადა, რომ ამერიკიდან აქცენტი გადმოეტანა სწორედ ევროპაზე და დღეს არის მაგალითად ევროპული ფონდი EED, არის კონკრეტული სახელმწიფოების ფონდები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში კვლავაც გრძელდება ამ პროცესების წახალისება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ბრიტანეთის საელჩომ წარადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავდა საქართველოში ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას.

„პირდაპირ რადიკალიზაციას ახალისებდა აბსოლუტურად ღიად ჩვენს ქვეყანაში. ახალი კანონის საფუძველზე ჩვენგან ითქვა უარი ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა ეს შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა. მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება. ეს კანონები მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ სრული მასშტაბით არის ასამოქმედებელი გრანტების კანონი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ზომა, რასაც ახალი კანონმდებლობა დარღვევისთვის ითვალისწინებს, ჯარიმებია.

„ჩვენ დავაკოპირეთ ასევე ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, სადაც უამრავი ტყუილი ითქვა, თითქოს ეს არ არის ასე. დაადონ რომელიმე წინადადებას თითი, რომელიც არ არის დაკოპირებული ამერიკული კანონიდან. ვერ ამბობენ, იტყუებიან. ეუთო-შიც გამოდიოდა ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი და თქვა, რომ თქვენ აცხადებთო, რომ ამერიკულის ასლია, მაგრამ ასე არ არისო. დაადოს თითი რომელიმე წინადადებას, რომელიც არ არის პირდაპირ გადმოწერილი ამერიკულიდან, რაიმე ერთსიტყვიანი კორექტივა გვაჩვენოს. ვერ ამბობენ, მაგრამ იტყუებიან, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადრო ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობა მოქმედებს, კიდევ უფრო მკაფიოდ ამოქმედდება და შედეგები უკვე ჩანს. მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ. დღეს პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე, ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი