აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების შესაფასებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გამოაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 24 ივლისი 2025, 07:51

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მტკიცებულებების შეფასება და პოტენციური სამართლებრივი ნაბიჯების შესწავლა, რომლებიც შესაძლოა გაბარდის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციიდან გამომდინარეობდეს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „იუსტიციის დეპარტამენტი უდიდესი სერიოზულობით ეკიდება სადაზვერვო საზოგადოების იარაღად გამოყენების სავარაუდო ფაქტებს“.

„იუსტიციის დეპარტამენტი ამაყობს, რომ მუშაობს დირექტორ გაბარდთან ერთად და მადლიერნი ვართ მისი პარტნიორობისთვის, რათა ამერიკელ ხალხს სამართლიანობა აღვუდგინოთ. ჩვენ სრულყოფილად გამოვიძიებთ ამ შემაშფოთებელ ინფორმაციას და ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გაავრცელა გამოგონილი ნარატივი, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.

გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტები გადაეცა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რათა ამ უწყებებმა შეაფასონ, გამართლებულია თუ არა მასალებიდან გამომდინარე რაიმე სისხლისსამართლებრივი შედეგები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი