აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩა, N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 24 ივლისი 2025, 10:37

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩა, N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათივე ინფორმაციით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც მათივე ცნობით, ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა.

„მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.

მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი უკვე გადადებულია ორჯერ. საქმეში, აღსრულების პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი, სოციალური მუშაკები. განხორციელდა ათეულობით ვიზიტი მისამართზე. ინდივიდუალურადაა შესწავლილი იქ მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები; მიმართულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გამოყოფისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.

მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა.

მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია - 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს - 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი