ევროპის პროფკავშირების მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 24 ივლისი 2025, 23:35
თბილისი (21-22 ივლისი)  – საქართველოს პროფკავშირების  გაერთიანების (GTUC) მხარდასაჭერად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით  ევროპის პროფკავშირების მაღალი  რანგის დელეგაცია სტუმრობდა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის კონფედერალური მდივნის ჯულიო რომანის ხელმძღვანელობით. 
 
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ბ-ნ მიხეილ სარჯველაძესთან, ევროკავშირის ელჩთან ბ-ნ პაველ ჰერჩინსკისთან, GTUC-ის ხელმძღვანელობასა და დარგობრივი და პირველადი პროფკავშირების ლიდერებთან. 
ევროპული დელეგაციის წევრებმა საქართველოს  პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის ბ-ნ ირაკლი პეტრიაშვილისგან  უშუალოდ მოისმინეს ის  გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც საქართველოში პროფკავშირები და დასაქმებულები აწყდებიან.

ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური დიალოგის განვითარების აუცილებლობას და პროფკავშირების როლის გაძლიერებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში. 
დელეგაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები სოციალურ პარტნიორებთან და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასა და შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად შრომის სამართლის გარკვეულ სფეროებში მიღწეული პროგრესი ამჟამად შეჩერებულია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
 • საჯარო სამსახურის კანონმდებლობის გამოწვევები და საჯარო მოხელეების დაცვის გარანტიების შემცირება;
 • ღირსეული მინიმალური ხელფასის არარსებობა;
 • კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობის ნაკლებობა;
 • შრომის უსაფრთხოების და სოციალური დაცვის სისტემების ნაკლოვანებები,მათ შორის უმუშევრობის შემწეობის არარსებობა;
 • დედობის არასაკმარისი დაცვა და  გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა.

დელეგაციამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა 2024 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლებიც უარყოფითად აისახება დასაქმებულთა ფუნდამენტურ უფლებებზე.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა სოციალური დაცვის   მინისტრის მოთხოვნით მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში,  შსო-ს ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს  საჯარო სამსახურის კანონთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.
ევროპელმა პროფკავშირების ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება სერიოზულად დააზიანებს ქართველ მოქალაქეებს და შეასუსტებს მათ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებული ზიანი მიადგება დასაქმებულებს, სტუდენტებსა და მათ ოჯახებს. დელეგაციამ მხარი დაუჭირა მიზნობრივი და დაბალანსებული ზომების მიღებას.
ETUC და GTUC შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა:
 • გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში;
 • გაძლიერდეს შრომითი უფლებები;
 • მხარდაჭერა გაეწიოს ქართველ დასაქმებულებს მათი ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში. 
საქართველოს  პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პროფკავშირებთან  თითოეული დასაქმებულის დაცვის უზრუნველსაყოფად.                 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი