თეა წულუკიანი: კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ, ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდნენ სახელმწიფოს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 24 ივლისი 2025, 23:50

საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდნენ სახელმწიფოს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ეს დღემდე არსად ყოფილა. ეს იქნება მთავარი სიახლე, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ასევე, ეს დასკვნა უნდა იყოს გამოყენებული სამომავლო ნაბიჯების გადასადგმელად და იმედი მაქვს, რომ ეს სამომავლო ნაბიჯებიც იქნება სიახლე და მეტად საშური, იმიტომ, რომ კომისიის სხდომებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოელის ვციტირებ: „მოვაცილოთ ესენი პოლიტიკურ პროცესს“, რადგან ესენი არიან იგივენი, ვინც იყვნენ „ვარდების რევოლუციის“ დროს, ვინც იყვნენ 9-წლიანი მმართველობის დროს, ისინი არც სახეს და არც სტრატეგიას და ტაქტიკას იცვლიან, ისინი უბრალოდ ცვლიან ამ სტრატეგიებისა და ტაქტიკის სახელწოდებებს. ეს ჯაჭვი, ერთად დანახული, მაინც სიახლე იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი