თეა წულუკიანი: 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს და ერთი ან ორი ადამიანი გარდაიცვალა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 25 ივლისი 2025, 02:10

20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ასეთი გვარის სახელის და მამის სახელის მქონე ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს, როდესაც მამაჩემი უკვე პენსიაზეა გასული და ერთი ან ორი ადამიანი არის გარდაცვლილი მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

„ეს გაუგონარი ცილისწამებები მე მინდა, რომ დასრულდეს. თუ არ დასრულდება რა თქმა უნდა დავას ყველასთან გავაგრძელებ, ვინც უკვე წელებია ამ შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ოჯახს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ოჯახმა ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი