ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ოდენობა იზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 25 ივლისი 2025, 12:35

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება.

სამინისტროს ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 9,849 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173.0%-ით მეტია (3,608 TEU).

საანგარიშო პერიოდში ასევე გაზრდილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც, რომელმაც შეადგინა 9,393 TEU, რაც 2024  წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით დაახლოებით 59-ჯერ მეტია (160 TEU).

განსაკუთრებით გაიზარდა გადამუშავებული ტვირთებისა და კონტეინერების სტატისტიკა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში. ტვირთების მხრივ ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა – აღნიშნულმა პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს. რაც შეეხება კონტეინერებს, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ორივე მთავარ ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 375,654 TEU შეადგინა, რაც წინა ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,5 პროცენტით მეტია.

ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის გზით გადაზიდული ტვირთების ზრდის მაჩვენებელიც – 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 16.5 ათასი ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.6%-ით მეტია (10.5 ათასი ტონა).


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი