მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 25 ივლისი 2025, 13:15

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თანხის გადახდა „რეჟიმის შეცვლის შემდეგ მოხდება“.

„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად, აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ”, - წერია მიხეილ სააკაშვილის პოსტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი